ბიუჯეტი

2019 წელს ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შსს-ში გაიცა - 97.8 მილიონი ლარი

ტაბულა

ბიუჯეტის მონიტორი 2019 წლის ხარჯების სრულ სტატისტიკას აქვეყნებს. მათ შორის პრემიებისა და სახელფასო დანამატებისას. როგორც სტატისტიკითნ ირკვევა, გასულ წელს ყველაზე მეტი პრემია დანამატი შსს-ში გაიცა და ჯამურად 97.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია. 

მოცემული თანხის უდიდესი ნაწილი, 86.9 მილიონი ლარი, სახელფასო დანამატის სახით გაიცა, 7.9 მილიონი ლარი კი პრემიებისა. 

ჯამურად 2019 წლის განმავლობაში პრემიებზე მთავრობამ 35.9 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.6 მილიონი ლარით აღემატება. გაიზარდა გაცემული სახელფასო დანამატების ხარჯიც - გასულ წელს სახელფასო დამატის სახით სულ 234.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 32 მილიონი ლარით აღემატება. 

რაც შეეხება პრემია-დანამატების ჯამურ მოცულობას, გასულ წელს ამ მიზნით სულ 270 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 36 მილიონი ლარით აღემატება. 

კომენტარები