ჯორჯ მარტინი

ჯორჯ მარტინმა პირობა დაარღვია - GOT-ის ფანებს მისი დაპატიმრების უფლება აქვთ

Getty Images

საგა ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ავტორმა, ჯორჯ მარტინმა, ახალი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით დადებული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია, რითაც ფანებს მისი დაპატიმრების უფლება მისცა.

2019 წელს, მწერალი ბლოგში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 29 ივლისს Winds of Winter გამოშვებული არ იქნებოდა, ფანებს თავისი დაპატიმრების უფლებას აძლევდა.

"ახალ ზელანდიაში Worldcon-ზე ჩასულს, თუ Winds of Winter ხელში არ მეჭირება, თქვენ ჩემგან წერილობით გენიჭებათ უფლება, რომ დამაპატიმროთ და წიგნის დასრულებამდე დამამწყვდიოთ ახალი ზელანდიის კუნძულზე, პატარა ქოხში, რომელიც გოგირდოვან ტბას გადაჰყურებას." - წერდა მარტინი.

ახალი კორონავირუსის გამო, როგორც ყველა სხვა ღონისძიება, Worldcon-იც გადაიდო, რაც ჯორჯ მარტინს წიგნის დაუსრულებლობის გამო თავის მართლების საშუალებას აძლევს. თუმცა, ინტერნეტსივრცეში მისი ფანები წერენ, რომ მწერალმა დადებული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია.

2020 წლის ივნისში, ჯორჯ მარტინმა ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ გაისად Winds of Winter დასრულებული ექნება. მწერალი წერს, რომ წიგნზე ყოველდღიურად მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ახლო მომავალში გამოიცემა.

საგა ყინულისა და ცეცხლის სიმღერის გულშემატკივრები ჯორჯ მარტინისგან მეექვსე წიგნს, The Winds of Winter-ს ელოდებიან. მწერალს დაგეგმილი აქვს, რომ საგა მეშვიდე წიგნით, A Dream of Spring-ით დაასრულოს.

კომენტარები