ლერი სულაბერიძე

პროკურატურამ სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

0 კომენტარი
ფოტო: IPN

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულ ი.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა," - ვკითხულობთ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოიღეს საბრძოლო მასალა.

აღსანიშნავია, რომ ი.ღ. 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რას სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

30 ივლისს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სულაბერიძის თქმით, ის სახლში მიდიოდა, როცა წყნეთის გზატკეცილზე ავტომანქანა დაეწია და დაახლოებით 5-ჯერ ესროლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები