საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: 1 634 გრამი ოქროს მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ

0 კომენტარი
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 1 634 გრამი ოქროს მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სატვირთო ავტომობილით, სარფის გავლით, ქვეყანაში არადეკლარირებული ძვირფასი ნაკეთობები მალულად შემოიტანა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული ოქროს საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები