კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 1 კი სამედიცინო პერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია. მათგან ორი - სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი - სოფელი გაჩიანიდან, ერთი - უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი კი - სამედიცინო პერსონალი. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. 

"ჩვენთან გუშინ იყო 42 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯნამრთელდა ორი პაციენტი, დაგვემატა ერთი დადასტურებული. ამჟამად ჩვენთან მკურნალობს 41 ინფიცირებული პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთი არ არის ამ ეტაპზე მძიმე, არცერთს არ აღენიშნება დაავადების პროგრესირება, ამიტომ მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი". – ამბობს ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 168 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 940 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 

31 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 211 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები