რაჭა

მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, სამ ლოკაციაზე, ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე საბაგირო მაგისტრალები მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლათქიშორა 29 ივლისის ღამეს ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები დააზიანა, ასევე, ჩანგრეულია ხიდები. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია აქამდე არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად 12 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დაზიანებულია 10 ხიდი.

კომენტარები