TIFF 2020

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

AT.GE

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. 

ფესტივალი სპაიკ ლის მიერ გადაღებული დოკუმენტურ ფილმ American Utopia-თი გაიხსნება და მირა ნაირის სერიალ A Suitable Boy-თ დაიხურება. 

რადგან კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო, სხვა ფესტივალებმა კანის პროგრამა გადაინაწილეს. ტორონტოში კანის რამდენიმე ნომინანტი, მათ შორის დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი, დასაწყისი მოხვდა.

ახალი სურათის სიუჟეტის ცენტრში იეჰოვას მოწმეთა თემია, რომელსაც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტების დაჯგუფება თავს დაესხმება. სურათში მთავარ როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი.

ტორონტოს კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოსთვის შემდეგი ფილმები იბრძოლებენ:

Ammonite (რეჟ. ფრენსის ლი)

Bruised (რეჟ. ჰოლი ბერი)

Concrete Cowboy (რეჟ. რიკი შტაუბი)

David Byrne's American Utopia (რეჟ. სპაიკ ლი)

Good Joe Bell (რეჟ. რეინალდო მარკუს გრინი)

I Care A Lot (რეჟ. ჯეი ბლეიკსონი)

Nomadland (რეჟ. ქლოე ჟაო)

One Night In Miami (რეჟ. რეჯინა კინგი)

Pieces of a Woman (რეჟ. კორნელ მუნდრუჩო)

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბერს დასრულდება. 

რიგით 45-ე კინოფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრების სრული სია იხილეთ აქ.

კომენტარები