ამინდი

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება 4 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლ აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსთა ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

კომენტარები