MTV VMA 2020

ლედი გაგა და არიანა გრანდე ნომინაციების რაოდენობით MTV VMA 2020-ის ლიდერები არიან

0 კომენტარი
ფოტო: Pitchfork

სატელევიზიო არხმა MTV-მ ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების Video Music Awards-ის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა.

ლედი გაგასა და არიანა გრანდეს ერთობლივი მუსიკალური ვიდეო Rain On Me შვიდი ნომინაციით დაჯილდოების ლიდერია. გარდა ამისა, გაგა ნომინირებულია კატეგორიებში - საუკეთესო არტისტი და საუკეთესო პერფორმანსი კარანტინის დროს, ხოლო გრანდე ჯილდოსთვის იბრძვის კატეგორიებში - საუკეთესო კოლაბორაცია და სახლის პირობებში გადაღებული საუკეთესო ვიდეო.

მეორე ადგილს იკავებენ 6 ნომინაციით 19 წლის პოპ მომღერალი ბილი აილიში და ჰიპ-ჰოპ არტისტი The Weeknd. ხუთ კატეგორიაშია ნომინირებული ტეილორ სვიფტი.

გამარჯვებულებს მაყურებელი გამოავლენს. MTV VMA 2020-ის დაჯილდოება გაიმართება ნიუ-იორკში მიმდინარე წლის 30 აგვისტოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები