ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრების თქმით, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა შეუგდეს

მთავარი არხი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მცხოვრების თქმით, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა შეუგდეს.

"ოთხი ადამიანი კინაღამ მსხვერპლად გვაქციეს, ხელყუმბარა იყო და ავღანეთის ომი ხომ არაა, ასეთ მდგომარეობაში ვართ. შიშის ქვეშ ვარ ყოველთვის. თუ ესეც არ გამოიძიეს, მაშინ ამ ქვეყანას საშველი აღარ ჰქონია". – აღნიშნავს დაზარალებული.

ინფორმაცია ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები