კორონავირუსი აშშ-ში

ბრაიან კრენსტონმა კორონავირუსი მოიხადა

0 კომენტარი
ფოტო: Variety

ამერიკელმა მსახიობმა, სერიალ Breaking Bad-ში მთავარი როლის შემსრულებელმა ბრაიან კრენსტონმა ახლახან კორონავირუსი მოიხადა. 

ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავად ყოფნის შესახებ ლაპარაკობს. კრენსტონი საკუთარი პლაზმის ჩაბარებას აპირებს. შესაძლოა, ანტისხეულებით გაჯერებული სისხლი მეცნიერებს მომავალ კვლევებსა და სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს.

"სალამი. ჩემსავით ალბათ დაიღალეთ უძრაობით და შებოჭილობით. მინდა გთხოვოთ, მოთმინებით მოეკიდოთ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ წესებს ვიცავდი ვირუსი მაინც შემეყარა. საშიშად ჟღერს, მითუმეტეს, როდესაც იმავე ვირუსით 150 000 ამერიკელი გარდაიცვალა. მე გამიმართლა. სუსტად გამოვლენილი სიმპტომები მქონდა. მოგიწოდებთ, ნიღბების ტარება არ შეწყვიტოთ, დაიბანოთ ხელები და დაიცვათ სოციალური დისტანცია. ჩვენ გავიმარჯვებთ, თუკი წესებს დავიცავთ. გისურვებთ ჯანმრთელობას". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები