აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის მთავრობის სხდომა
საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბოლო პერიოდში, COVID 19-თან ბრძოლაში, ის არის გამორჩეული პროფესიონალი და ეპიდემიოლოგი". – აღნიშნავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ნინო ნიჟარაძე აქამდე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.

კომენტარები