ლერი სულაბერიძის საქმე

"ლაწირაკი ბავშვი" - ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულმა პროკურორს შეურაცხყოფა მიაყენა

კადრი ვიდეოდან/Maestro

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ღლონტმა პროკურორს "ლაწირაკი პატარა ბავშვი" უწოდა. 

საქმის პროკურორისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მოსამართლემ ღლონტს სხდომის დარბაზი დაატოვებინა. 

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. 

ლერი სულაბერიძის ავტომანქანას 28 ივლისს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 29 ივლისს დააკავეს.

კომენტარები