აწარმოე საქართველოში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოცნების შემომწირველებმა ბიუჯეტიდან ₾1.1 მლნ მიიღეს

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, პროგრამა აწარმოე საქართველოში-ს ფარგლებში სახელმწიფომ ჯამში 1.1 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ფული შესწირეს.

ამ კომპანიებისგან სახელისუფლებო კანდიდატმა და პარტიამ ჯამში 750 ათასი ლარის შემოწირულობები მიიღეს.

2019 წელს აწარმოე საქართველოში-ს ფარგლებში 281 პროექტი დაფინანსდა, რაც ბიუჯეტს 22.3 მილიონი ლარი დაუჯდა, საიდანაც 102 პროექტი სასტუმროებზე მოდიოდა, რაზეც 7.2 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

დაფინანსებული კომპანიებიდან 12-ს სხვადასხვა დროს ქართული ოცნებისთვის ჯამში 476 ათასი ლარი აქვთ შეწირული, სალომე ზურაბიშვილისთვის კი - 271 ათასი ლარი.

კომენტარები