გიორგი ვაშაძე

ვაშაძე: მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი

ახალი საქართველოს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გახდება.

ფორმულას ეთერში 30 ივლისს მან თქვა:

"ჩვენ გეგმისა და სტრატეგიის გარეშე არაფერს ვაკეთებთ. ის, რაც დღეს ვთქვი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი მთავარი მიზანია, არც ერთი მშიერი ბავშვი არ იყოს ქვეყანაში და არავის არ უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის პოვნა და ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტრატეგია აღმაშენებელი, ამისთვის გავწერეთ უამრავი გეგმა და სტრატეგია".

თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ 27 ივლისს ოპოზიციურ პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნეს. პოლიტიკურ გაერთიანებას სტრატეგია აღმაშენებელი ერქმევა. მასში ახალი საქართველო, კანონი და სამართალი და სტრატეგია აღმაშენებლის ექსპერტები გაერთიანდებიან. 

ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატად ისნის ოლქში წარადგინა. თაკო ჩარკვიანი კი საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს.

კომენტარები