ჟირაფები

გაიცანით ფორესტი, ყველაზე მაღალი ჟირაფი მსოფლიოში

0 კომენტარი
ფოტო: CNN.com

ჟირაფი სახელად ფორესტი, რომელიც ავსტრალიის ზოოპარკში ცხოვრობს, ყველაზე მაღალ ჟირაფად დასახელდა.

ცხოველის სიმაღლე 5.7 მეტრია და ის ამ მონაცემით გინესის რეკორდსმენი გახდა.

12 წლის მამალი ჟირაფი იმდენად მაღალია, რომ მკვლევრებმა მის გასაზომად სპეციალური მოწყობილებები შექმნეს და ისინი ცხოველის საცხოვრებლის გვერდზე დაამონტაჟეს. სიმაღლის დადგენას რამდენიმე თვე დასჭირდა.

ფორესტი 2007 წელს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ზოოპარკში დაიბადა, შემდეგ კი ირვინების ოჯახმა ის ავსტარალიაში გადაიყვანა. ამჟამად ჟირაფი კვინსლენდის ზოოპარკში ცხოვრობს.

ფორესტი ირვინების ოჯახთან ერთად.

"ჩვენი საყვარელი ფორესტი ოფიციალურად შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ჟირაფი. ჩვენ ვამაყობთ მისით!" - თქვა ბინდი ირვინმა, გარდაცვლილი სტივ ირვინის ქალიშვილმა.

როგორც წესი, ჟირაფები 4.5-დან 5.4 მეტრამდე იზრდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები