არჩილ ჯაფარიძე

არჩილ ჯაფარიძე გადადგომაზე: ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, გარკვეული დროის უკან მივიღე

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ გადადგომის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. გარკვეული დროის უკან მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება", - ამბობს ჯაფარიძე. 

კითხვაზე, თუ რატომ გადადგა სტიქიის ფონზე, ჯაფარიძე პასუხობს, რომ სტიქიის პრევენციული ღონისძიებები ეფექტურად მიმდინარეობს "და, ზოგადად, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას დასჭირდება გარკვეული დრო - დიდი დრო." 

"მთავარია, როგორ მოახერხებს გუნდი სტიქიის სწორად მართვას.

ძალიან ბევრი არასერიოზული კითხვა ისმის. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება", - უთხრა არჩილ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 

ჯაფარიძემ თანამდებობა დღეს, 31 ივლისს დატოვა.  

კომენტარები