კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: COVID 19-ის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან სამივე შემოტანილია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. 

"ჩვენთან გუშინ იყო 39 დადასტურებული შემთხვევა, არცერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა, დაგვემატა ორი დადასტურებული შემთხვევა. ამჟამად ჩვენთან მკურნალობს 41 ინფიცირებული პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთი არ არის ამ ეტაპზე მძიმე, არცერთს არ აღენიშნება დაავადების პროგრესირება, ამიტომ მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი". – ამბობს ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა შვიდი ადამიანი. 

ქვეყანაში კორონავირუსი სულ 1171 ადამიანის დაუდასტურდა, მათგან 947 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი - გარდაიცვალა. 

პირველი აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 207 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები