მსოფლიო

ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, მაკენზი სკოტმა ქველმოქმედებისთვის $1.7 მილიარდი გაიღო

0 კომენტარი

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, მაკენზი სკოტმა მიმდინარე წელს ქველმოქმედებისთვის 1.7 მილიარდი დოლარი გაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times მაკკენზი სკოტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, გამოყოფილი 1.7 მილიარდი დოლარი ჯამურად 116 არაკომერციულ ორგანიზაციაზე განაწილდა. აქედან 586 მილიონი დოლარი რასობრივი უთანასწორების საკითხზე მომუშავე ორგანიზიებს გადაეცა, 400 მილიონი დოლარი გადაეცა ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური მობილობის თემებზე მუშაობენ, 133 მილიონი დოლარი კი იმ ორგანიზაციებისთვის გამოიყო, რომლებიც გენდერული თანასწორობის საკითხებით არიან დაკავებული. 

ჯეფ ბეზოსთან განშორების შემდეგ მალევე, მაკკენზი სკოტი Giving Pledge-ს („გაცემის ფიცი“) შეუერთდა. ესაა საქველმოქმედო კამპანია, რომელიც 2010 წელს ბილ გეიტსის და უორენ ბაფეტის ინიციატივით დაიწყო. ამ კამპანიაში შემავალი მილიარდერები კი საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარენ. მაკკენზი სკოტის გარდა კამპანიას შეურთდა მარკ ზაკერბერგი და ილონ მასკი. 

ჯეფ ბეზოსთან განშორების შემდეგ მაკენზი სკოტმა მათი ოჯახის საკუთრებაში არსებული Amazon-ის აქციების 25% მიიღო. განშორების მომენტში აქციების ღირებულება 36 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მაკენზი სკოტის ქონება თითქმის გაორმაგდა. 

ამის მიზეზი კი Amazon-ის აქციებზე ფასის რეკორდული ზრდაა. Bloomberg-ის შეფასებით, მაკენზი სკოტის ქონება ამ დროისთვის 58 მილიარდ დოლარს აღემატება, ამგვარად, იგი მსოფლიოს უმდიდრეს ქალთა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები