ალან პარკერი

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ალან პარკერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

JONATHAN GLYNN-SMITH / BBC

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ალან პარკერი პარასკევს, 31 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ცნობით, ის დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა.

აღიარებულ ბრიტანელ რეჟისორს ეკუთვნის ისეთები ფილმები, როგორებიცაა "შუაღამის ექსპრესი" (Midnight Express), "კედელი" (The Wall), "მისისიპი იწვის" (Mississippi Burning), "ევიტა" (Evita), "ვალდებულებები" (The Commitments) და სხვა.

პარკერის გარდაცვალებას ეხმაურებიან ცნობილი კინოხელოვანებიც. კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი აღნიშნავს, რომ ალან პარკერი "იმ მცირე რაოდენობის რეჟისორთაგან ერთ-ერთი იყო, ვისაც ნამდვილად ესმოდა მუსიკა ეკრანზე". პროდიუსერ დევიდ პუტნამის თქმით კი ის ყოველთვის "შეშინებული და თან შთაგონებული იყო" პარკერის შემოქმედებით.

ალან პარკერი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო რეჟისორი. მის ფილმებს სხვადასხვა კატეგორიაში მოპოვებული აქვთ 10 ოსკარი და 10 ოქროს გლობუსი.

კომენტარები