პროკურატურა

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის თაღლითურად დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავა

0 კომენტარი
ფოტო: პროკურატურა

პროკურატურამ ადიგენის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე ლ.პ დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს და რომელთაგან ერთი – 2014 წელს, ხოლო მეორე – 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. 2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 40139,9 ლარის ოდენობის ზიანი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19, 180 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები