სტიქია რაჭაში

რაჭაში 5 სოფელი სამანქანო გზის გარეშე რჩება, 7-თან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

0 კომენტარი
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რაჭაში სტიქიის შემდეგ 5 სოფელი სამანქანო გზის გარეშე რჩება, 7 სოფელთან კი საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

მათივე ცნობით, სოფლების ნაწილთან კავშირი დროებით შემოვლითი გზებით ხორციელდება, საერთო ჯამში, ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე, დაახლოებით, 2 კმ-ია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 სოფელს ელექტრომომარაგება აღუდგა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებით გრძელდება როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში გადმოსვლის მსურველთა გამოყვანა, ისე დარჩენილი მოსახლეობისათვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება.
დღეს შესრულებული 9 რეისით სოფლებიდან ონში გადმოყვანილია 80-მდე ადამიანი", - წერია განცხადებაში. 

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლათქიშორა 29 ივლისის ღამეს ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები დააზიანა, ასევე, ჩანგრეულია ხიდები. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია აქამდე არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად 12 სოფელი გარესამყაროს მოსწყდა, დაზიანდა 10 ხიდი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები