პაპუა-ახალი გვინეა

500კგ კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი პაპუა-ახალ გვინეაში აფრენისას ჩამოვარდა

500 კილოგრამი კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი, რომელიც ავსტრალიაში აპირებდა გაფრენას, აფრენისას ჩამოვარდა

პოლიციის განცხადებით, პირველ აგვისტოს გამოავლინეს მელბურნში არსებული დანაშაულებრივი სინდიკატი, რის შედეგადაც კუინსლენდსა და ვიქტორიაში დააკავეს 5 კაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, იტალიურ მაფიასთან აქვთ კავშირი.

თვითმფრინავი Cessna მაშინ ჩამოვარდა, როდესაც 26 ივლისს პაპუა-ახალ გვინეაში აეროდრომიდან აფრენას ცდილობდა.

ავსტრალიის ფედერალური პოლიციის განცხადებით, სინდიკატის საქმიანობაში სიხარბემ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავის აფრენის შესაძლებლობაზე ტვირთის წონამ მოახდინა გავლენა.

დაკავებულ ხუთ კაცს ბრალი წარედგინა 500 კილოგრამი კოკაინის იმპორტის მცდელობისთვის. მათ ასევე სხვა ბრალდებებიც წაუყენეს. თუ ისინი დამნაშავეებად ცნეს, მათ მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობა ელით.

ოფიციალური პირების თქმით, თვითმფრინავი პაპუა-ახალ გვინეაში კუინსლენდის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ მარეებიდან ჩაფრინდა. თვითმფრინავი დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, იმისათვის, რომ რადარებს არ დაეფიქსირებინათ. 

კოკაინი 31 ივლისს იპოვეს. მისი ღირებულებაა 57 მლნ აშშ დოლარი.

კომენტარები