აია-სოფია

რუსეთი სირიაში აია-სოფიის ასლის აშენებას დააფინანსებს

აია-სოფია

რუსეთი სირიაში დააფინანსებს აია-სოფიის ასლის აშენებას, რომელიც მართლმადიდებლური ტაძარი იქნება, - განუხცადა რუსულ მედიას რუსმა კანონმდებელმა, პუტინის პარტიის ერთიანი რუსეთის წევრმა, ვიტალი მილონოვმ .

მისი თქმით, აია-სოფიის ასლი უფრო მცირე ზომის იქნება და ჰამის პროვინციაში აშენდება.

"სირია, თურქეთისგან განსხვავებით, გვიჩვენებს, რომ სარწმუნოებათა შორის პოზიტიური და მშვიდობიანი დიალოგი შესაძლებელია. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არასოდეს გადააკეთებდა კათედრალს ერთი სარწმუნოების ტაძრიდან სხვა სარწმუნოების სალოცავად". - თქვა მილონოვმა RIA Novosti-სთან საუბარში.

ლიბანური მედიის, Al-Modon-ის მიხედვით აია-სოფიის ასლის მშენებლობის სამზადისი ჰამას პროვინციის ქალაქ ალ-სუკაილაბიაში მომავალი თვიდან დაიწყება. ახალი აია-სოფია ჰამაში თურქეთის სამხედრო ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში უნდა აშენდეს.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, პროექტის იდეა ასადის რეჟიმის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფის ლიდერს, ნაბეულ ალ-აბდულას ეკუთვნის. მან გეგმა რუსეთის სამხედრო ძალებს მას შემდეგ წარუდგინა, რაც ჰამას ეპისკოპოსისგან თანხმობა მიიღო.

სირიის ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთი, რომელიც სირიის კონფლიქტში ასადის რეჟიმს 2015 წლიდან ეხმარება, ამ ნაბიჯით ცდილობს ხაზი გაუსვას სირიაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან კავშირს და ამით გაამართლოს კონფლიქტში თავისი ჩარევა. რუსეთი, ასადის რეჟიმთან ერთად, არაერთ დარღვევაშია მხილებული, მათ შორისაა სკოლებისა და საავადმყოფოების განზრახ დაბომბვა.

აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადაკეთდა. სასამართლომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილება, რომლითაც ყოფილი ქრისტიანული ტაძარი, შემდგომში კი მეჩეთი, მუზეუმად იქცა. აია-სოფიის კვლავ მეჩეთად გადაკეთების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს რუსეთის საპატრიარქოსა და მთავრობაში, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აია-სოფია თურქეთის შიდა საქმეა.

კომენტარები