ბარსელონა

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, გარდაცვლილი იპოვეს. ტაბულას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყება დეტალებს არ ასახელებს და აცხადებს, რომ ქალის ცხედარს ექსპერტიზის შემდეგ გადმოასვენებენ საქართველოში. 

"ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამაჟამად ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. გადმოსვენებისთვის საჭირო სხვა პროცედურები დასრულებულია".- აცხადებენ საგარეოში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები