კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრს COVID 19 დაუდასტურდა

ამით შაჰი
Reuters

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ამით შაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის დღეს, 2 აგვისტოს, საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაიყვანეს.

"ვთხოვ ყველას, ვისაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთან კონტაქტი ჰქონდა, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში და გაიაროთ ტესტირება". – ამბობს ამით შაჰი.

მსოფლიოს მასშტაბით ინდოეთი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 52 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 755 ინფიცირებული. 

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის 1 804 258 შემთხვევა, გარდაცვლილია 38 158 ადამიანი, ხოლო 1 186 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები