თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

0 კომენტარი
დავით ქაშიაშვილი ფოტო: ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი ხვალ, 3 აგვისტოს, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტის გამოკითხვა, შაბათის ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება.

პირველ აგვისტოს, შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა გახსნა საიდუმლო ფაილები, რომლებიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა. მათივე ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაჩალიაშვილის მიმართ მუქარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები