კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან, 1 დადასტურებულთან კონტაქტია, 1-ის კონტაქტებს კვლავ იკვლევენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორეს კონტაქტების მოძიება და წყაროს დადგენა კვლავ მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ცნობით, კლინიკაში ამ დროისთვის, 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"ჩვენს კლინიკაში გუშინ გვყავდა 40 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელდა სამი და დღევანდელი მონაცემებით კლინიკაში 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა განიხილება როგორც საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქი". - ამბობს ეზუგბაია. 

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 1 179 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 959 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები