ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია გაიცა

EPA

პარასკევიდან მოყოლებული, კალიფორნიაში ხანძართან ბრძოლაში 1 300 მეხანძრეზე მეტი მონაწილეობს. სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და საგანგებო სახანძრო თვითმფრინავები. ცეცხლი ნაწილობრივ ციცაბო ფერდობებზეა გავრცელებული, რაც სახანძრო ტექნიკისთვის ხანძარს რთულად მისადგომს ხდის. 

ხანძარი ქალაქ ბომონტის მახლობლად დაიწყო და ამ დროისთვის 8 302 ჰექტარი მოიცვა. აშშ-ს ამინდის ეროვნული სერვისის ინფორმაციით ხანძრისგან გამოწვეული კვამლი სამხრეთით, თითქმის 482 კილომეტრის დაშორებით გავრცელდა. ცეცხლის გავრცელებას სიცხე, დაბალი ტენიანობა და გამომშრალი მცენარეული საფარი უწყობს ხელს.

ევაკუაციის რეკომენდაცია 7 800 ადგილობრივ მცხოვრებზე გაიცა.

კომენტარები