თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 4 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის  დასახლების, კაკაბეთის, წალენჯიხის, ჯიქიას, კოპცოვის, მესხეთის, ტატიშვილის, ხარაბაძის და ბუკისციხის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის  დასახლების, სოფელი ზურგოვანის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის,  შალიკაშვილის, კუკური გოგიაშვილის, გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, ბუდაპეშტის, კოსტავას, ტაშკენტის, გოთუას, იოსებიძის, შარტავას, ანაგის, არჩილ სულაკაურის, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიშნიანიძის, ასკანის, ბეთლემის, გომის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ჯვარედინის, თონეთის და ჰოვანეს თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, საყვირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები