სტიქია კახეთში

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მსხალგორი დააზარალა

კადრი ვიდეოდან/რუსთავი2

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მსხალგორი დააზარალა. 

სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლების პირველი სართულები. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა ავეჯი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, ასევე, დაეხოცათ შინაური ფრინველი.   

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ლაგოდეხიდან 38 გამოძახება დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, ეზოებიდან წყლს ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები