რუსეთი

რუსეთში თერმულ ელექტროსადგურზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

RFEL

რუსეთში ქალაქ ნორილსკში TETs-2-ის თერმულ ელექტროსადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

3 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ცეცხლი იმ ადგილას გაჩნდა, სადაც შესაკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე განცხადებით, ხანძარი მალევე შეაჩერეს და ამას სადგურის ოპერაციებზე არ უმოქმედია.

თერმულ ელექტროსადგურს ფლობსNornickel-ის შვილობილი კომპანია.  პალადიუმისა და ნიკელის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლის Nornickel-ის მფლობელია ვლადიმირ პუტინი.

Nornickel-ის თერმული ელექტროსადგურის TETs-3-ის საცავიდან 29 მაისს 21 000 ტონა დიზელი საწვავი ჩაიღვარა მდინარესა და პიასინოს ტბაში. 

რუსეთის ეკოლოგიის სამეთვალყურეო ორგანიზაციამ Rosprirodnadzor-მა ზარალი 2 მილიარდ ევროდ შეაფასა.

გასულ თვეს Nornickel-ში განაცხადეს, რომ საავიაციო საწვავის მილსადენიდან კიდევ 45 ტონა საწვავი ჩაეღვარათ არქტიკის წყლებში.

კომენტარები