2020 წელს გარდაცვლილები

81 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი რენი სანტონი გარდაიცვალა

Variety

81 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი რენი სანტონი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. 

წარმოშობით ესპანელი მსახიობის კარიერა 60-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. 1971 წელს პირველი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა, ინსპექტორი ჩიკო გონსალესი გახმაურებულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ბინძური ჰარი (Dirty Harry) . 

რენი სანტონი თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: Seinfield, Bad Boys, Cobra, Brewster's Millions, Groundhog Day, Dr. Dollitlle. 

კომენტარები