THE HUNTERS

THE HUNTERS-ს მეორე სეზონი ექნება

AVForums

სტრიმინგსერვისი Amazon Prime სერიალის The Hunters-ის კიდევ ერთ სეზონს გადაიღებს. 

პირველი სეზონი 2020 წლის თებერვალში გამოვიდა. პროექტში მთავარ როლებს ოსკაროსანი ალ პაჩინო და ლოგან ლერმანი ასრულებენ.

სერიალის სიუჟეტი ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება, სადაც მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელი მსახიობები აშშ-ში გარბიან და წლების შემდეგ მეოთხე რაიხის შექმნას ცდილობენ. ბოროტმოქმედების შესაჩერებლად იქმნება ნაცისტებზე მონადირე ჯგუფი, რომელსაც ალ პაჩინოს გმირი ხელმძღვანელობს.

კომენტარები