აფეთქება ლიბანში

ბეირუთში აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა - Reuters

0 კომენტარი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტთან ახლოს მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თვითმხილველების და უსაფრთხოების სამსახურის წყაროს თქმით, აფეთქების შედეგად სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა, ბინების აივნები ჩამოინგრა.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუონმა ქვეყნის თავდაცვის უმაღლეს საბჭოსთან საგანგებო შეხვედრის გამართვა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ, მოხდა ზედიზედ ორი აფეთქება. შესაძლო მეორე აფეთქების ადგილად ყოფილი პრემიერმინისტრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

აფეთქების მიზეზი უცნობია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად 2005 წლის 14 თებერვალს ლიბანელი პარლამენტარის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე სასამართლო. ვერდიქტი გაეროს ტრიბუნალმა პარასკევს უნდა გამოცხადოს. ბრალდებულები ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას წევრები არიან. მათ დაუსწრებლად გაასამართლებენ. მკვლელობასთან დაკავშირებული მეხუთე პირი, ჰეზბოლას სამხედრო მეთაური მუსტაფა ამინე ბადრედინი სირიაში 2016 წელს მოკლეს. ჰეზბოლა ოპოზიციონერი პარლამენტარზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ჰარირი ლიბანში ერთ-ერთი წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსი იყო და ლიბანიდან სირიის ძალების გაყვანას ითხოვდა. მის მკვლელობას მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის პროსირიული მთავრობის წინააღმდეგ. ორ კვირაში მთავრობა გადადგა და სირიამ ძალები გაიყვანა.

 

2016 წელს ლიბანის პემიერმინისტრი გახდა რაფიკ ჰარირის შვილი, საად ჰარირი. მას არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ მისი მკვლელობაც იგეგმებოდა. საბოლოოდ, საად ჰარირი თანამდებობიდან გასულ წელს ლიბანში დაწყებული მასშტაბური გამოსვლების შემდეგ გადადგა. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგაც ლიბანში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და აქციები კვლავ იმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები