ხობი

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვა ესროლეს - დაშავდა 1 მგზავრი

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს თავს დაესხნენ. ავტობუსს უცნობმა პირმა ქვა ესროლა, რომელიც მგზავრს მოხვდა.

როგორც გამოცემა ათინათი, თვითმხილველზე დაყრდნობით, წერს, მგზავრმა დაზიანება თავის არეში მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც თანამშრომლები ამბობენ, კომპანია გლობუსის ავტობუსს თავს მეორედ დაესხნენ. მთავართან საუბარში ისინი თავდასხმას კონკურენციას უკავშირებენ. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ორი, 187-ე და 276-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები