ჯეიკ პოლი

ცნობილი იუთუბერის, ჯეიკ პოლის სახლში FBI-ს რაზმი შევიდა

BBC

ფედერალური გამოძიების ბიუროს თანამშრომლები Youtube-ის ვარსკვლავის, ჯეიკ პოლის სახლში შევიდნენ. ჩხრეკის მომენტში იუთუბერი სახლში არ იმყოფებოდა.

ძალოვნების განმარტებით, რაზმს ჩხრეკის ორდერი ჰქონდა. სახლიდან ამოღებულია რამდენიმე იარაღი. ჩხრეკა გამოძიებას უკავშირდება, რომლის დეტალებზე ბიუროს თანამშრომლები არ საუბრობენ.

პრესაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, პოლი ახლო წარსულში არიზონის ქალაქ სკოტდეილში მომხდარი მარადიორობის მონაწილე იყო. ქალაქში არეულობა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო.

თავად ჯეიკ პოლს ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები