უბედური შემთხვევა

საგანგებო: გოგო, რომელიც სამი დღის წინ ხიდიდან გადახტა, რიონში გარდაცვლილი ვიპოვეთ

0 კომენტარი

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაკარგულ გოგოს 46 მაშველი ეძებდა.

"ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს". – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები