რუსული ოკუპაცია

ამერიკელი კონგრესმენი ოკუპაციის შესახებ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს

Robert Harding

ამერიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო თავის Facebook გვერდზე, 12 წლის წინ საქართველოში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

"საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ანექსია და ოკუპაციის გაგრძელება არის მკაფიო შეხსენება იმისა, რომ საჭიროა თანამშრომლობა ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებთან, რომელთა უმეტესობა დამოკიდებულია ამერიკის დახმარებაზე მტრულად განწყობილ ქვეყნებთან". – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.

ჯონ კატკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსთვის ქვეყნების დამოუკიდებლობის პატივისცემის შეხსენება არ უნდა იყოს საჭირო, ამის გაკეთება მაინც უწევთ, რადგან აგრესია და ოკუპაცია კვლავ გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით.

კონგრესმენი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, არამედ კიბერსივრცეშიც და იერიში მიიტანა კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზეც. მიუხედავად მხარდაჭერისა, უნდა ფოკუსირდნენ ასეთი შეტევების თავიდან არიდებაზე და დახმარება გაუწიონ თავიანთ მოკავშირეებს, რათა მზად იყვნენ მსგავსი შემთხვევების დროს. 

კომენტარები