ჩინეთი-კანადა

ჩინეთში დაპატიმრებულ კანადელს სიკვდილით დასჯა ელის

Reuters

6 აგვისტოს ჩინეთის სასამართლომ კანადელ სუ ვეიხუნგს ნარკოტიკების დამზადებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა – 2018 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კანადამ ჩინური კომპანიის ხუავეის აღმასრულებელი დირექტორი დააკავა, ის მესამე კანადელია, რომელსაც ჩინეთში ნარკოტიკების გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

ჩინეთის სასამართლო არ ამბობს, თუ რა ტიპის ნარკოტიკების დამზადების გამო დაიჭირეს ის. მათ დანაშაულზე სხვა დეტალები არ უთქვამთ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიკვდილმისჯილი კანადელის ქონების კონფისკაცია უნდა მოხდეს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ვანგ ვენპინმა თქვა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ძალიან სერიოზულია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

ამავე საქმეში, კიდევ ერთ პირს, ჩინეთის მოქალაქეს, წარუდგინეს ბრალი ნარკოტიკების დამზადებისთვის. კანადელისგან განსხვავებით, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

ჩინეთში კანადის საელჩო კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ხუავეის დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მენგ ვანჭოუ, კანადაში დააკავეს, ჩინეთმა კანადის ორ მოქალაქეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

მენგის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩინეთში ორი კანადელი, ბიზნესმენი მაიკლ სპავორი და ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი დაიჭირეს. 2020 წლის ივნისში მათ ბრალი დასდეს შპიონაჟში.

კომენტარები