აშშ-ზიმბაბვე

აშშ-მ ზიმბაბველ ბიზნესმენს კორუფციისთვის სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
სტივენ მნუჩინი ფოტო: CNBC

 

5 აგვისტოს აშშ-მ ზიმბაბვეს პრეზიდენტის, ემერსობ მნანგაგვას, მრჩეველს და ბიზნესმენ კუდაკვაშე ტაგირეის სანქციები დაუწესა. აშშ მას კორუფციაში და ზიმბაბვეს მთავრობის მხარდაჭერაში ბრალს სდებს. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი, ასევე, სანქციებს აკისრებს ზიმბაბვეში არსებულ კომპანიას Sakunda Holding-ს, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, სწორედ, ტაგირეია. ბიზნესმენს ასევე ადანაშაულებენ "გაუმჭვირვალე ბიზნეს გარიგებებში და პრეზიდენტ მნანგაგვასთან კავშირში, რათა მისი ბიზნესიმპერია დრამატულად გაიზარდოს და მილიონობით აშშ დოლარი იშოვოს".

სანქციებით ტაგვეირის და Sakunda Holdings-ს აშშ-ში აქტივები ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანი, სტივენ მნუჩინი აცხადებს, რომ ტაგვირეიმ და ზიმბაბვური ელიტის სხვა წარმომადგენლებმა, ეკონომიკური განვითარება და ზიმბაბველი ხალხი კორუფციის გამო კატასტროფამდე მიიყვანეს. 

"აშშ მხარს უჭერს ზიმბაბველი ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობას და ზიმბაბველი პოლიტიკოსების და ფინანსისტების მიერ რეპრესიულ და კორუმპირებულ ქმედებებს მიზანში ამოიღებს". – აცხადებს მნუჩინი.

2018 წლის აგვისტოში, ზიმბაბვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რობერტ მუგაბეს მოკავშირემ, ემერსონ მნანგაგვამ, გაიმარჯვა. მან ხმათა 50.8% მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და შედეგები გააპროტესტა. საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები პოლიციას და ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

ზიმბაბვეში 2019 წლის დასაწყისში უსაფრთხოების ძალებმა, სულ მცირე, 12 ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათ პრეზიდენტის მიერ ბენზინის ფასების 150%-ით გაზრდის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები