თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: შოთაძის თქმით, არ შეიძლება შსს-ს მიერ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და უფლებადამცველის მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შსს-ს მიერ ბაჩალიაშვლის საქმესთან დაკავშირებული მასალების გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმის მასალების ამგვარი ფორმით გავრცელება მთავარი პროკურორისთვის მიუღებელი იყო.

"მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ არ არის ეს მისაღები ფორმა, არ შეიძლება მარტო ერთი ვერსიით მუშაობა და ასეთი ფორმით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება. ჩემდა გასაკვირად და სასიხარულოდ, მისაღები იყო ჩემთვის ეს განცხადება მთავარი პროკურორის მხრიდან.

​ხოლო დანარჩენი ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება ორგანიზებული მკვლელობა და დანაშაული, მათი პირობა იყო, რომ აბსოლუტურად დეტალურად იქნება გამოძიებული. ყველა იმ კითხვაზე, რაც საქმეში გაჩნდება და მათზე, რაც უკვე არსებობს, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იქნება პასუხისმგებელი". – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

7-8 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებული შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა. პირველი ინფორმაცია ბაჩალიაშვილის კომპიუტერზე ჩატარებულ ექსპერტიზას ეხებოდა და აღნიშნავდა, რომ იგი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა. ხოლო მეორე შუალედური ინფორმაციით, ავტომანქანაში ნაპოვნ "მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე ტექსტი – "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – თამარ ბაჩალიაშვილის ხელნაწერია.

კომენტარები