ტურიზმი და კორონავირუსი

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ 11 აგვისტოს თბილისი-ბერლინის სპეცრეისზე მოხვდეთ

სტუდენტებისთვის თბილისი-ბერლინის ჩარტერული რეისი 11 აგვისტოს შესრულდება. ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, რეისით სარგებლობას შეძლებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და გერმანიიდან აქვთ სამუშაო მოწვევა, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას.

"კერძოდ, მგზავრი, რომელიც ჩარტერული რეისით სარგებლობას შეძლებს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოქმედი სტუდენტი და სამუშაო მიწვევა ან კონტრაქტი უნდა ჰქონდეს გერმანიიდან.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არაუმეტეს 199 ევროსი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდზე, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აგვისტო, ღამის 12:00 საათი". – აცხადებს სააგენტო.  

კომენტარები