დავით-გარეჯი

"ამ ქვებს უნდა მოვეფეროთ" - სანდრო ბრეგაძე დავით გარეჯში ქვებს კოცნის (ვიდეო)

პროპუტინისტური, ძალადობრივი პარტიის, ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე თანამოაზრეებთან ერთად დავით-გარეჯში იმყოფებოდა და ტერიტორიას, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, "საოკუპაციო ზოლი" უწოდა.

"ვეღარაფერს ვეღარ ვამბობ, ერთადერთი, რაც შემიძლია, გავაკეთო, არის ის, რომ აი, ამ ქვებს ვაკოცო. ამ ქვებს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვაკოცოთ, და აი, ამ ქვებს თითოეული ჩვენთაგანი უნდა მოვეფეროთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, ეს არის საქართველო და ვერასოდეს ვერავინ ვერ წაიღებს ვერც ამ ქვას, ვერც ამ მიწას, ვერც ამ ხეს". – ამბობს ბრეგაძე FB-Live-ში.

კომენტარები