ავტოსაგზაო შემთხვევა

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

6 აგვისტოს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ავტომობილი ხეს შეეჯახა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი პირი დაშავდა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8-ე ნაწილით. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები