Twitter

Twitter სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიების ანგარიშებს ნიშანს გაუკეთებს

BBC

Twitter-ი იმ მედიაორგანიზაციებს, "სადაც სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს სარედაქციო შინაარსზე ფინანსური რესურსებით, პოლიტიკური ზეწოლით ან წარმოებაზე და დისტრიბუციაზე კონტროლით" ნიშანს გაუკეთებს.

ასეთი მედიების რედაქტორების და უფროსი თანამშრომლების ანგარიშებსაც მონიშნავენ

Twitter-ში ასევე განაცხადეს, რომ კომპანია აღარ "გააძლიერებს" სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მედიაორგანიზაციების ტვიტებს და მათ სოციალური ქსელის რეკომენდაციის სისტემიდან გამოთიშავს. 

ამ ქმედებით, ნაკლები ალბათობა იქნება, რომ მსგავსი ანგარიშები ძებნის შედეგებში, შეტყობინებებში და მომხმარებლის გვერდზე გამოჩნდეს. 

ასევე, Twitter-ი ნიშანს გაუკეთებს "წამყვან მთავრობის ოფიციალურ პირების", მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების, ელჩების, სპიკერების ანგარიშებს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი ქვეყნიდან - ჩინეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ბრიტანთიდან, ამერიკიდან.

დროთა განმავლობაში კომპანია ამ სიას გააფართოებს და სხვა ქვეყნებსაც დაამატებს.

კომენტარები