კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ასევე გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი

დღეს, 1 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1213 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 994 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები