მულანი

კინოთეატრის მფლობელმა პროტესტის ნიშნად მულანის სარეკლამო სტენდი გაანადგურა

რამდენიმე დღის წინ კინოსტუდია Disney-მ გადაწყვიტა მომავალი ბლოკბასტერი მულანი ონლაინ პლატფორმაზე გამოექვეყნებინა. კომპანიის გადაწყვეტილებას ფრანგული კინოთეატრის მფლობელი ჟერარ ლემუანი გამოეხმაურა.

ლემუანმა პროტესტის ნიშნად, ბეისბოლის ჯოხის დახმარებით მულანის სარეკლამო სტენდი გაანადგურა.

"მე და ჩემი კოლეგები თვეების განმავლობაში საკუთარი ხარჯებით ვაპიარებდით მულანს. იმედი გვქონდა, რომ პანდემიის შემდეგ დიდი ფილმებით ხალხს კინოთეატრებში დავაბრუნებდით. მულანის გაუქმებით ჩვენ ეს იმედი დავკარგეთ". – ამბობს კინოთეატრის მფლობელი.

მულანი სტრიმინგ სერვისზე Disney+ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები