ამინდი

როგორი ამინდი იქნება 15 აგვისტომდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

0 კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

მათივე ცნობით,  თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები