7 მითი აგვისტოს ომზე

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

0 კომენტარი

2008 წლის ომის შესახებ მითებს შორის ერთ-ერთი ომის დაწყების თარიღს უკავშირდება. მითის მიხედვით, 2008 წლის ომი 8 აგვისტოს დაიყო. 

ტაბულა გავრცელებულ მითზე ესაუბრა საქართველოში ატლანტიკური საბჭოს დირექტორს, ბათუ ქუთელიას. ქუთელია 2008 წლის ომის დროს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 

ქუთელიას თქმით, მითი, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. მისივე სიტყვებით, 2008 წელს რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეეჩერებინა და საქართველო, როგორც დემოკრატიული მაგალითი დაესაჯა. 

"ეს დაიწყო იმით, რომ ჯერ მოამზადეს ცალკეული კომპონენტები - ეს იყო სამხედრო წვრთნები, რომელიც არ დაასრულეს და თავისი შეიარაღებული ძალები დატოვეს მზადყოფნაში. შემდეგ დაიწყო კიბერშეტევა ერთი კვირით ადრე, ამას მოჰყვა ცხელი ფაზა. ცხელი ფაზა დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბით რუსული შეიარაღებული კონტიგენტის შემოსვლით, რომელიც თავმოყრილი იყო ჯავის რეგიონში, რომელიც არ ექვემდებარებოდა საერთაშორისო მონიტორინგს.  

5 აგვისტოს დაიწყო საცეცხლე პროვოკაციები, რასაც მოჰყვა 2 ქართველი სამშვიდობოს დაჭრა. 7-ში ეს ყველაფერი გადავიდა ცხელ ფაზაში. საქართველოს ჰქონდა ორი არჩევანი - ან ეპასუხა შეიარაღებული პასუხითვე, სამხედრო ძალით, რაც ჩვენი სუვერენული უფლება იყო, ან დავლოდებოდით საერთაშორისო რეაქციას, რომლის აგვისტოში მობილიზებაც არც თუ ისე ადვილია". – ამბობს ქუთელია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები